Wednesday, September 2, 2015

დღე მეცხრე

მოკლედ გავიხსენეთ როგორ უნდა მოხდეს პროექტის თემის შერჩევა, მისი სტანდარტების დადგენა, თემის მიზნებისა და ინდიკატორების დადგენა, ოთხი  განმავითარებელი და ერთი განმსაზღვრელი შეფასება და სხვა.
გავაკეთეთ პრეზენტაციები:
1.      ნათელა ფაიქრიძე -ბორის საჯარო სკოლა. პრეზენტაცია ,,მეგობრობის ძალა“ ,  ზღაპრიდან ,,თალგამი“. პრობლემატური საკითხი ამ პრეზენტაციაში არის მეგობრობა და მიზანიც არის სწორედ მეგობრობისა და თანადგომის ძალის ჩვენება.
2.      ნანა ბერიძე - ბორის საჯარო სკოლა. პრეზენტაცია ,,თინეიჯერების ცხოვრება“. მიზანი არის ის, რომ გავაცნოთ ქართველ თინეიჯერებს დიდი ბრიტანეთის თინეიჯერების ყოველდღიური ყოფა, მათი ტრადიციები და წეს-ჩვეულებები.
3.      ნაირა ჩხიკვაძე -კიცხის საჯარო სკოლა.  პრეზენტაცია ,,გარემოზე მავნე ზემოქმედება“. მიზანი არის იმის დადგენა, თუ რას ნიშნავს გარემოზე მავნე ზემოქმედება, როგორ შევამციროთ ის და პირიქით როგორ მოვახდინოთ სასარგებლო ზემოქმედება.
4.      ნათელა ჩიტორელიძე - ბორის საჯარო სკოლა. პრეზენტაცია ,,ვაჟა-ფშაველას სტუმარ-მასპინძელი“. მიზანია ის, რომ გავიცნოთ მაშინდელი ტრადიციები, დავაკავშიროთ დღევანდელს და განვსაზღვროთ რა იყო კარგი და რა არა მაშინდელ და დღევანდელ ტრადიციებში.
5.      ლიანა ჩადუნელი -ბორის საჯარო სკოლა. პრეზენტაცია-  ,,ელექტრო-მაგნიტური ტალღების გამოყენება და ადამიანი“. მიზანი არის იმის დადგენა, თუ რა გავლენას ახდენს ადამიანზე ელექტრო-მაგნიტური ტალღები და როგორ ავირიდოთ თავიდან ის.
6.      დარეჯან დაღელაშვილი- კიცხის საჯარო სკოლა.  ,,სტატისტიკური კვლევები“. მიზანი არის სტატისტიკური კვლევების მნიშვნელობის ჩვენება.
7.      ჟანა ნიშნიანიძე -ბორის საჯარო სკოლა.  პროექტი ,,ცნობილი ადამიანები ჩემს კუთხეში“. მიზანი არის ხარაგაულში მცხოვრები ცნობილი ადამიანების შესახებ ინფორმაციის მოძიება.
8.      მედეა ნიქაბაძე -კიცხის საჯარო სკოლა. პრეზენტაცია ,, XXI-ე საუკუნის ლუარსაბი“. მიზანი არის ,,ლუარსაბობის“ გაცნობა და დღევანდელ ადამიანებში ასეთი ადამიანების ამოცნობა.
9.      ია გიორგაძე -კიცხის საჯარო სკოლა. პრეზენტაცია ,,ინტერნეტით ინფორმაციის მოძიება და გადმოწერა“. მიზანი არის იმის სწავლა, თუ როგორ მოვიძიოთ სანდო და ზუსტი ინფორმაცია.
10.  მაყვალა ხიჯაკაძე - ვარძიის საჯარო სკოლა. პრეზენტაცია ,,სისხლის ჯგუფები“. მიზანი არის სისხლის ჯგუფების გაცნობა და მასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან აცილება.
11.  მარინა ტურაშვილი -ვარძიის საჯარო სკოლა. პრეზენტაცია ,,ინგლისური ენა ქართულ რეალობაში“. მიზანი არის ინგლისური ენის შესწავლის მნიშვნელობის დადგენა და ინგლისურის ცოდნის სწორი გამოყენება.
12.  ელისო არჯევანიძე- ვარძიის საჯარო სკოლა. პრეზენტაცია ,,შენადნობები“. მიზანი არის შენადნობების ცოდნა და მათი გარჩევა.

         დასკვნა



ამ ტრენინის დახმარებით გავიგე, რის მიხედვით უნდა შევარჩიო პროექტის თემა, როგორი სტანდარტებით გავაკეთო ის. როგორ დავადგინო მოსწავლეების წინარე ცოდნა, როგორ დავაკვირდე მათი მუშაობის პროცესს და როგორ შევაფასო პროექტის დასრულებისას.

No comments:

Post a Comment