Monday, August 31, 2015

დღე მეშვიდე
მოვისმინეთ პროცედურები და დავასრულეთ. შევიტანეთ გეგმაში. გავეცანით გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას, შევქმენით მოსწავლეთა სწავლის  სხვადასხვა სტილის გამოსავლენად თვითშეფასების ფორმები.

Thursday, August 27, 2015

დღე მეექვსე

დავწერეთ მიზნებიდან გამომდინარე აქტივობები. გადავაკეთეთ უკვე არსებული  რუბრიკა და მოვარგეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაციას.

Wednesday, August 26, 2015

დღე მეხუთე

გავეცანით საავტორო უფლებების შესახებ პრეზენტაციას. გადმოვიწერეთ ინტერნეტიდან მასალები და შევქმენით ციტირებული დოკუმენტი. შევინახეთ საავტორო უფლებების საქაღალდეში და ავტვირთეთ დრაივზე. მოსწავლის როლში ჩავდექით და შევქმენით მოსწავლის ნაცვლად ნაშრომი სლაიდ შოუს სახით.

Tuesday, August 25, 2015

დღე მეოთხე

ვიმუშავეთ მეორე მოდულის მესამე აქტივობაზე. გავეცანით შეფასების 5 მიზანს, 4 განმავითარებელს და 1 განმსაზღვრელს. ჩვენი პროექტისათვის შევარჩიეთ ხუთივე მიზნისთვის  შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები პროექტზე მუშაობის სხვადასხვა ეტაპზე. შევქმენით მოსწავლეთა საჭიროებების შესაფასებლად ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე დიაგრამა.
მესამე დღე

გავეცანით განახლებულ ბლუმის ტაქსონომიას, რომელიც დაგვეხმარა გაგვეგო  ჩვენს მიერ არჩეული სტანდარტი იყო თუ არა მაღალი სააზროვნო უნარების.ჩამოვწერეთ   ყველა ინდიკატორისთვის შესაბამისი მიზანი, ისეთი, რომლის შეფასებაც იქნებოდა შესაძლებელი.21-ე საუკუნის  უნარ-ჩვევებიდან ამოვიწერეთ პროექტისათვის შესაბამისი უნარები. ჩამოვწერეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, შინაარსობრივი, თემატური და ზოგადი.
დღე მეორე
მოვისმინეთ საპროექტო იდეები და დავიწყეთ საპროექტო გეგმის შევსება.ეროვნული სასწავლო გეგმიდან ამოვიწერეთ შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები, რომელთა შეფასებასაც მოვახდენდით პროექტის ფარგლებში.ვიუვერში გავეცანით პროექტის ბუკლეტის ნიმუშებს და დავიწყეთ ჩვენი პროექტის ბუკლეტის შექმნა.

Friday, August 21, 2015

დღე პირველი
გავიცანით ერთმანეთი, გავეცანით ვიუვერის გამოყენებას,შევქმენით პორთფოლიო,გავეცანით პორთფოლიოს ჩექლისტს,პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტს, ,,რომეო და ჯულიეტას“ პროექტის გაგმას.დავალებად გვაქვს პროექტის სათაური და შინაარსი.