Tuesday, August 25, 2015

დღე მეორე
მოვისმინეთ საპროექტო იდეები და დავიწყეთ საპროექტო გეგმის შევსება.ეროვნული სასწავლო გეგმიდან ამოვიწერეთ შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები, რომელთა შეფასებასაც მოვახდენდით პროექტის ფარგლებში.ვიუვერში გავეცანით პროექტის ბუკლეტის ნიმუშებს და დავიწყეთ ჩვენი პროექტის ბუკლეტის შექმნა.
მესამე დღე

გავეცანით განახლებულ ბლუმის ტაქსონომიას, რომელიც დაგვეხმარა გაგვეგო  ჩვენს მიერ არჩეული სტანდარტი იყო თუ არა მაღალი სააზროვნო უნარების.ჩამოვწერეთ   ყველა ინდიკატორისთვის შესაბამისი მიზანი, ისეთი, რომლის შეფასებაც იქნებოდა შესაძლებელი.21-ე საუკუნის  უნარ-ჩვევებიდან ამოვიწერეთ პროექტისათვის შესაბამისი უნარები. ჩამოვწერეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, შინაარსობრივი, თემატური და ზოგადი.

No comments:

Post a Comment